ინტერვიუ კონსულთან: „ჩვენ ველოდებით ჩვენი მეზობლებისგან მხარდაჭერას ამ ოპერაციის მიმართ“

14 ოქტომბერი 2019, 20:05 2740 ნახვა

„ჩვენ ველოდებით ჩვენი მეზობლებისგან მხარდაჭერას“ - ამის შესახებ დღეს თურქეთის გენერალურმა კონსულმა განაცხადა ბათუმში. მაქფულე ქოჩაკმა პირველი კომენტარი გააკეთა „მთავართან“ სირიის ჩრდილოეთით მიმდინარე სამხედრო ოპერაციის თაობაზე.

ისაუბრა თურქეთის  და მეზობელი, პარტნიორი ქვეყნების უსაფრთხოების აუცილებლობაზე. „თურქეთის უსაფრთხოება ყველას უსაფრთხოებაა“ - ამბობს კონსული.

კითხვაზე, ამ კონფლიქტის ფონზე, რა ელის უსაფრთხოების კუთხით საქართველო-თურქეთის საზღვარს, ქოჩაკი მეორე მეზობლის მაგალითით პასუხობს - „ბულგარეთის პრემიერ-მინისტრმა ბოლოს თქვა, რომ თურქეთის საზღვარი ჩვენთან უფრო ახლოსაა, ვიდრე ბრიუსელის“.
 

კონსულმა სირიელ ლტოლვილებზეც გაამახვილა ყურადღება და განაცხადა, რომ ყველაზე მეტი დახმარება მილიონობით ლტოლვილს სწორედ თურქეთის ხელისუფლებამ აღმოუჩინა.

ნათია ლომაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი