AdjaraTV http://site.ajaratv.ge/rss Georgian <![CDATA[გურამ ოდიშარია წიგნის პრეზენტაცია ნიდერლანდებში]]> ajaratv.ge/article/160989 https://adjaratv.ge/rss ნიდერლანდების სამეფოში გურამ ოდიშარიას ნიდერლანდურ ენაზე ნათარგმნი წიგნების პრეზენტაცია და ლექცია-სემინარები გაიმართა. საერთაშორისო პროექტის ორგანიზატორები ნიდერლანდებში მცხოვრები ფონდ "დიასპორას სამყაროს" დამფუძნებელი ლალი ბუთბაია და მთარგმნელი არჩილ ჯავახაძე არიან. პირველი შეხვედრა ლეიდენის უნივერსიტეტის ქართული ენის შემსწავლელი ფაკულტეტის სტუდენტებთან და პროფესურასთან გაიმართა, სადაც რომანის "სათვალიანი ბომბის" ნიდერლანდური თარგმანის პრეზენტაციაც მოეწყო. საგულისხმოა, რომ გურამ ოდიშარიას ნაწარმოებები 30 ენაზეა ნათარგმნი. მათ შორის 3 რომანი ნიდერლანდულ ენაზე არჩილ ჯავახაძემ თარგმნა.

]]>
Sun, 14 Dec 2025 12:12:07 +0400
<![CDATA[World Skills საქართველო 2025]]> ajaratv.ge/article/160988 https://adjaratv.ge/rss საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ბაია კვიციანმა ეროვნული კონკურსის „WorldSkills საქართველო 2025” გამარჯვებულები დააჯილდოვა.  მინისტრის მოადგილემ ახალგაზრდებს კონკურსში გამარჯვება მიულოცა, მათ წარმატებები უსურვა და შესაბამისი სერტიფიკატები გადასცა.   საერთაშორისო კონკურსი 85 ქვეყანას აერთიანებს და მისი მიზანია განსაკუთრებული უნარების მქონე ნიჭიერი ახალგაზრდების გამოვლენა და მათი შესაძლებლობების აღიარება.

]]>
Sun, 14 Dec 2025 12:10:40 +0400
<![CDATA[წლის ბოლო სასესიო კვირა პარლამენტში]]> ajaratv.ge/article/160987 https://adjaratv.ge/rss მომავალ კვირას - 19 დეკემბერს პარლამენტის საშემოდგომო სესია დაიხურება. 16 და 17 დეკემბერს კი, რიგგარეშე სხდომების მოწვევა იგეგმება. რეგლამენტის მიხედვით, საშემოდგომო სესია დეკემბრის მესამე პარასკევს უნდა დაიხუროს. იმის გათვალისწინებით, რომ მომავალი კვირა არასასესიო - საკომიტეტო კვირაა, საშემოდგომო სესიის დახურვის მიზნით, ბიუროს მოიწვევენ და სესიას ბიუროს სხდომით დახურავენ. რაც შეეხება რიგგარეშე სხდომებს, პარლამენტი რამდენიმე კანონის დაჩქარებული წესით მიღებას გეგმავს. სწორედ ამიტომ 16-17 დეკემბერს რიგგარეშე სხდომები ჩატარდება. რიგგარეშე სხდომების მოწვევისთვის შალვა პაპუაშვილი მიხეილ ყაველაშვილს მიმართავს.

]]>
Sun, 14 Dec 2025 12:06:46 +0400
<![CDATA[ვითარება გზებზე]]> ajaratv.ge/article/160986 https://adjaratv.ge/rss ხულოს მუნიციპალიტეტის მაღალი ზონის სოფლებში თოვლის საფარისგან საავტომობილო გზების გაწმენდა აქტიურ რეჟიმში გრძელდება. ამ დროისთვის სატრანსპორტო საშუალებებით გადაადგილება შეზღუდული არ არის. აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტი მძღოლებს მოუწოდებს, გადაადგილდნენ ზამთრის პერიოდისათვის შესაბამისი საბურავებით და საჭიროების შემთხვევაში გამოიყენონ მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვები. შეგახსენებთ, რომ საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით რთული მეტეოროლოგიური პირობების (ქარბუქი და შეზღუდული ხილვადობა) გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ბათუმი(ანგისა)-ახალციხის საავტომობილო გზის (კურორტი გოდერძი-უტყისუბანი) მონაკვეთზე იზღუდება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა. ამავე საავტომობილო გზაზე დასაშვებია მხოლოდ მაღალი გამავლობის ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეზღუდულია.

]]>
Sun, 14 Dec 2025 12:02:31 +0400
<![CDATA[შს მინისტრმა კახეთის პოლიციის დეპარტამენტის ახალი დირექტორი წარადგინა]]> ajaratv.ge/article/160985 https://adjaratv.ge/rss შინაგან საქმეთა მინისტრმა, გეკა გელაძემ კახეთის პოლიციის დეპარტამენტში სამუშაო შეხვედრა გამართა და თანამშრომლებს ახლად დანიშნული დირექტორი –გიორგი ოთარაშვილი წარუდგინა.

მინისტრმა ახალ ხელმძღვანელს თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და მომავალ საქმიანობაში წარმატება უსურვა. ხოლო, კახეთის პოლიციის ყოფილ დირექტორს, ლაშა გოგნიაშვილს გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა.

სამუშაო შეხვედრის ფარგლებში, გეკა გელაძემ დანაშაულთან ბრძოლისა და საპოლიციო პრევენციული ღონისძიებების შესახებ  დეტალური ინფორმაცია მიიღო და პრიორიტეტული მიმართულებები განიხილა.

შინაგან საქმეთა მინისტრი კახეთის რეგიონში განთავსებულ სამინისტროს სხვა სტრუქტურულ დანაყოფებსაც ეწვია – მათ შორის, დაათვალიერა თელავში მდებარე მომსახურების სააგენტოს სამუშაო სივრცეები, ტექნიკა, აღჭურვილობა და თანამშრომლებთან შეხვედრა გამართა. გეკა გელაძემ მადლობა გადაუხადა მათ გაწეული ღირსეული სამსახურისთვის.

კახეთში გამართულ სამუშაო შეხვედრებს, მინისტრთან ერთად, ასევე ესწრებოდნენ მინისტრის პირველი მოადგილე რონი მესხი და მოადგილე გიორგი  სახოკია.

ინფორმაციას შსს ავრცელებს.

]]>
Sun, 14 Dec 2025 10:46:56 +0400
<![CDATA[პოლიციამ ნარკოდანაშაულის ბრალდებით 5 პირი დააკავა]]> ajaratv.ge/article/160984 https://adjaratv.ge/rss  

პოლიციამ თბილისში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკები ამოიღო - დაკავებულია 5 პირი. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით,  დანაშაულები 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

"შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის გლდანი-ნაძალადევის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის, ფაქტებზე 5 პირი:  2001 წელს დაბადებული ჰ.კ., წარსულში ნასამართლევები:  1964 წელს დაბადებული  ნ. ხ, 1977 წელს დაბადებული დ.მ.,  უცხო ქვეყნის მოქალაქეები:  1977 წელს დაბადებული რ.ს. და  2003 წელს დაბადებული ი.კ. დააკავეს.

 

სამართალდამცველებმა ბრალდებულების პირადი, საცხოვრებელი სახლებისა და ავტომობილების ჩხრეკის შედეგად, ასევე, ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს, მათ მიერ მითითებული ადგილებიდან ნივთმტკიცებად ამოიღეს სარეალიზაციოდ გამზადებული განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკი, მათ შორის „მეთადონი“, „ალფა-პვპ“ , „ტეტრაჰიდროკანაბინოლი“ და  „გამომშრალ მარიხუანა“.

 

ერთ-ერთი დაკავებულის დ.მ. -ს საცხოვრებელი ბინიდან, ასევე, ამოღებულია უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა.

 

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე, 260-ე კვარტა და 236-ე  მუხლებით მიმდინარეობს,  რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს", - აღნიშნულია შსს-ს ინფორმაციაში.

]]>
Sun, 14 Dec 2025 10:41:07 +0400
<![CDATA[საქართველომ 2025 წლის საბავშვო ევროვიზიის სიმღერის კონკურსს წარმატებით უმასპინძლა - კულტურის სამინისტრო]]> ajaratv.ge/article/160983 https://adjaratv.ge/rss საქართველომ 2025 წლის საბავშვო ევროვიზიის სიმღერის კონკურსს წარმატებით უმასპინძლა.

კონკურსის გამარჯვებული საფრანგეთის წარმომადგენელი ლუ დელუზი გახდა.

საქართველოს წარმომადგენელმა ანიტა აბგარიანმა 176 ქულით, მესამე ადგილი დაიკავა.

საბავშვო ევროვიზიის დასკვნით შოუში, რომელიც ოლიმპიურ ქალაქში გაიმართა, ევროპის 18 ქვეყნიდან, 9-დან 14 წლამდე ასაკის შემსრულებლები მონაწილეობდნენ.

საბავშვო ევროვიზია 20 ქვეყანაში პირდაპირი ეთერით გადაიცემოდა. კონკურსს, საშუალოდ, 70 მილიონი მაყურებელი ჰყავს.

2025 წლის საბავშვო ევროვიზია კულტურის სამინისტროს, Starring Georgia-სა და საზოგადოებრივი მაუწყებლის ორგანიზებით განხორციელდა.

„საბავშვო ევროვიზიას ძალიან ღირსეულად ვუმასპინძლეთ. დღეს 70- მილიონიანი აუდიტორია გვყავდა. ამ შოუში ჩვენი ქვეყნის საამაყო ისტორიაც გადმოვეცით. ამ ღონისძიების მომზადებაში 1 500-მდე ადამიანი მონაწილეობდა; მათ შორის, შემოქმედებითი ჯგუფიც ქართული იყო. მადლობა საზოგადოებრივ მაუწყებელს, ბასა ფოცხიშვილსა და მის გუნდს, რომელმაც ეს შოუ ქართული ელემენტებით მოქარგა. მადლობა Starring Georgia-ს უმაღლეს დონეზე ჩატარებული სამუშაოსთვის. მადლობა მინდა ვუთხრა კომისიას, რომელიც პრემიერ-მინისტრის განკარგულებით იყო შექმნილი. ძალიან ბევრი უწყება იყო ჩართული, რათა ეს საერთაშორისო მნიშვნელობის ღონისძიება სათანადო დონეზე ჩაგვეტარებინა. დღეს მსოფლიოს ნამდვილად ევროპული ხარისხი ვაჩვენეთ“, – განაცხადა კულტურის მინისტრმა თინათინ რუხაძემ.

ინფორმაციას კულტურის სამინისტრო ავრცელებს. 

]]>
Sun, 14 Dec 2025 10:07:30 +0400
<![CDATA[საბავშვო ევროვიზია 2025-ის გამარჯვებული საფრანგეთი გახდა]]> ajaratv.ge/article/160982 https://adjaratv.ge/rss საფრანგეთი საბავშვო ევროვიზია 2025-ის გამარჯვებული გახდა. ქვეყანას კონკურსზე ლუ დელუზი წარმოადგენდა.

საფრანგეთმა ჟიურისგან 152 ხმა მიიღო, ხოლო ონლაინ ხმებით – 96 ქულა.

საქართველო კონკურსზე „რანინას“ გამარჯვებულმა ანიტა აბგარიანმა წარადგინა. საქართველო მესამე ადგილზე გავიდა. ანიტა აბგარიანმა ჟიურისგან 121 ქულა მიიღო, ხოლო ონლაინ ხმებით – 55.

საბავშვო „ევროვიზიას“ საქართველომ მეორედ უმასპინძლა. კონკურსში 18 ქვეყანა მონაწილეობდა.

]]>
Sat, 13 Dec 2025 23:03:28 +0400
<![CDATA[ერმაკთან დაკავშირებული ჩხრეკები − არ არის „კანონის დარღვევის“ საკითხი, ეს არის სიგნალი იმისა, რომ ერთ კონკრეტულ გუნდზე უპირობო ფსონის ეპოქა დასრულდა - დავით ქართველიშვილი]]> ajaratv.ge/article/160981 https://adjaratv.ge/rss უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელ ანდრეი ერმაკის ოფისში ჩატარებული ჩხრეკები, არა კორუფციასთან ბრძოლის შესახებ ისტორია, არამედ უკრაინის მმართველობითი პოლიტიკური რეჟიმის ცვლილების შესახებ დაწყებული პროცესია, - ამის შესახებ პარტია "ხალხის ძალის" წევრმა, დავით ქართველიშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, ეს საქართველოსთვის − კიდევ ერთი შეხსენებაა, თუ რატომ იყო საჭირო „სუვერენული წინააღმდეგობის“ გაწევა ჩვენთან „უკრაინული ექსპერიმენტების“ დაუშვებლობის კუთხით, სადაც მთელი რიგი სფეროების მართვა (სასამართლო, ანტიკორუფციული სამსახური) უცხოეთიდან პირდაპირ მართვას დაუქვემდებარეს.

"ერმაკის შემთხვევაშიც, მთავარ ინსტრუმენტად კვლავ გამოყენებულ იქნა უკრაინის ეროვნული ანტიკორუფციული ბიურო (НАБУ) − სტრუქტურა, რომელიც თავიდანვე იქმნებოდა, როგორც ინსტიტუციური გარე დაბალანსების მექანიზმი და დღეს ზემოქმედების ბერკეტად იქცა თავად ხელისუფლების ზედა ეშელონებზე.

НАБУ − 2014 წლის პოსტმაიდანური ეპოქის პროდუქტია. იგი შეიქმნა „რეფორმებისა“ და „ევროინტეგრაციის“ მოთხოვნების ფონზე, თუმცა ფაქტობრივად პარალელურ ძალოვან ვერტიკალად იქცა, რომელიც არც „ლორთქიფანიძის СБУ“-ს, არც „ზღულაძის შინაგან საქმეთა სამინისტროს“ და არც „ადეიშვილის პროკურატურის“ სისტემას არ ექვემდებარებოდა. სამართლებრივად, НАБУ − უკრაინული კანონმდებლობის პროდუქტია, თავისი საკონკურსო პროცედურებით, დამოუკიდებლობით, ხოლო ფაქტობრივად − აშშ-ისა და ევროკავშირის მხრიდან ფართო პატრონაჟის ქვეშ მოქმედი სტრუქტურაა, თავისი საკადრო და ინსტიტუციური მხარდაჭერით; მეთოდოლოგიური კურატორობით (FBI, აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტი); დასავლეთის საელჩოების პოლიტიკური მფარველობით კიევში.

НАБУ თავიდანვე იგეგმებოდა არა როგორც „სამართლიანობის ინსტიტუტი“, არამედ როგორც დაზღვევის მექანიზმი, უპირველეს ყოვლისა, უკრაინული ელიტების უკონტროლო ქცევის წინააღმდეგ. ბაიდენის ადმინისტრაციის პირობებში НАБУ ასრულებდა მკაფიო ფუნქციას − სისტემის სტაბილურობის დაცვას ომის პირობებში. 

ანტიკორუფციული რიტორიკა ფარავდა მთავარ ამოცანას: 

უზრუნველყო ხელისუფლების პროგნოზირებადობა, რომლის მეშვეობითაც მიმდინარეობდა სამხედრო და ფინანსური დახმარება. ამ პერიოდში НАБУ იყო არა ხელკეტი, არამედ რეჟიმის დამცველი. ვაშინგტონში ხელისუფლების ცვლილებამ НАБУ-ს მიმართ ფუნდამენტური დამოკიდებულება შეცვალა. უკრაინა გადავიდა მის მიმართ პირობითი ნდობის რეჟიმში, როდესაც გაუქმდა ფარული პოლიტიკური იმუნიტეტები; 

„ხელშეუხებელთა კასტა“ აღარ არსებობს; 

ანტიკორუფციული სტრუქტურები იღებენ მკაფიო სიგნალს იმოქმედონ. ანდრეი ერმაკთან დაახლოებულ სტრუქტურებში ჩატარებული ჩხრეკები − ეს არ არის სისხლის სამართლის სენსაცია, ეს არის პოლიტიკური გზავნილი: 

პრეზიდენტის ოფისი აღარ არის დახურული ზონა; 

გადაწყვეტილების მიღების ცენტრი აღარ არის მონოლითური;

ელიტებს სთავაზობენ გადახედონ საკუთარ ორიენტაციას. 

ანდრეი ერმაკი უბრალოდ ჩინოვნიკი არ არის. ის არის პერსონალური ხელისუფლების მოდელის არქიტექტორი, საგარეო კონტაქტების კოორდინატორი, პრეზიდენტთან მისასვლელი ფილტრი და რეალური ადმინისტრაციული მართვის ცენტრი. მის გარემოცვაზე დარტყმა ნიშნავს არა იმდენად პირდაპირ შეტევას ზელენსკიზე, არამედ გაფრთხილებას მისთვის. ეს გზავნილი ცალსახად იკითხება: 

„თქვენ აღარ ხართ ერთადერთი გარანტი მმართველობის კონტროლირებადობისა − აქ ვაჭრობა შესაძლებელია“. ეს ჯერ არ არის გადატრიალება. ეს არის გადაფორმატების მომზადება, რაც ამ ეტაპზე არ ნიშნავს: ხელისუფლების დაუყოვნებლივ დემონტაჟს; 

დასავლეთის მხრიდან უკრაინის მხარდაჭერის შეწყვეტას;

ძალადობრივი სცენარის ამუშავებას. 

ეს არის მართვადი დესტაბილიზაციის პროცესის ამოქმედება − პოლიტიკური ციკლის შეცვლის კლასიკური მეთოდი სისტემის ჩამოშლის გარეშე. ამ კონსტრუქციაში НАБУ არა სუბიექტი, არამედ ძველი ურთიერთობების მოდელის დასრულების, ახალი კონფიგურაციისკენ გადასვლის; მომავლის შესახებ წინასწარი მოლაპარაკებების დაწყების ინდიკატორი. დღეს НАБУ უკვე არ არის უბრალოდ „კორუფციასთან მებრძოლი ორგანო“. ეს არის გარე ნდობის ბარომეტრი და ელიტებზე ზემოქმედების ინსტრუმენტი.

ერმაკთან დაკავშირებული ჩხრეკები − არ არის „კანონის დარღვევის“ საკითხი. ეს არის სიგნალი იმისა, რომ ერთ კონკრეტულ გუნდზე უპირობო ფსონის ეპოქა დასრულდა. უკრაინას არ ტოვებენ. მაგრამ მისგან და მისი ხელმძღვანელობისგან ახლა ელიან არა ლოიალობას, არამედ გადაწყობასა და ადაპტაციას. და სწორედ ეს არის მიმდინარე პროცესების მთავარი არსი", - აცხადებს ქართველიშვილი.

]]>
Sat, 13 Dec 2025 20:30:15 +0400
<![CDATA[ბათუმი(ანგისა)-ახალციხის საავტომობილო გზის კმ103-კმ118 მონაკვეთზე საავტომობილო მოძრაობა შეზღუდულია]]> ajaratv.ge/article/160979 https://adjaratv.ge/rss რთული მეტეოროლოგიური პირობების (ქარბუქი და შეზღუდული ხილვადობა) გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ბათუმი(ანგისა)-ახალციხის საავტომობილო გზის კმ103-კმ118 (კურორტი გოდერძი-უტყისუბანი) მონაკვეთზე იზღუდება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

ინფორმაციას საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

მათივე ცნობით  ამავე საავტომობილო გზის კმ90-კმ103 მონაკვეთზე დასაშვებია, მხოლოდ მაღალი გამავლობის (ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე) ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეზღუდულია

]]>
Sat, 13 Dec 2025 20:19:05 +0400
<![CDATA[საბავშვო ევროვიზიის ფინალი დაიწყო]]> ajaratv.ge/article/160978 https://adjaratv.ge/rss საქართველო 2025 წლის საბავშვო ევროვიზიის სიმღერის კონკურსს მასპინძლობს – ფინალური შოუ უკვე დაიწყო.

]]>
Sat, 13 Dec 2025 19:56:23 +0400
<![CDATA[„მაკნატუნა“ - პრემიერა ბათუმის თოჯინებისა და მოზარდ მაყურებელთა პროფესიულ სახელმწიფო  თეატრში]]> ajaratv.ge/article/160974 https://adjaratv.ge/rss ბათუმის თოჯინებისა და მოზარდ მაყურებელთა პროფესიულ სახელმწიფო თეატრში სპექტაკლ „მაკნატუნას“ პრემიერა გაიმართა. წარმოდგენა მაყურებელს შობის ჯადოსნურ ღამეში გადაიყვანს. უჩვეულო საჩუქარი ,,მაკნატუნა" შუაღამისას ნამდვილ ჯარისკაცად იქცევა და პატარა გმირს, მარიასა და მაკნატუნას ერთად უწევთ ბრძოლა თაგვების მეფესთან, რის შემდეგაც ისინი ტკბილეულით სავსე სამეფოსკენ მიემართებიან.
სპექტაკლი გამოირჩეოდა დინამიკური ეპიზოდებით, მრავალფეროვანი სცენოგრაფიითა და მსახიობების მაღალი პროფესიონალიზმით. პრემიერას განსაკუთრებული ინტერესით შეხვდა მაყურებელი და თეატრის რეპერტუარს კიდევ ერთი ზღაპრული, შობის განწყობაზე მორგებული სპექტაკლი შეემატა.

]]>
Sat, 13 Dec 2025 19:53:20 +0400