ბათუმი თავისუფალ პირამიდაში ქალთა და მამაკაცთა შორის ევროპის ჩემპიონატს უმასპინძლებს - ამის შესახებ აჭარის ბილიარდის ფედერაციის პრეზიდენტმა თემურ კახიძემ გადაცემა “დილის რადიოს” ეთერში ისაუბრა.
ევროპის ჩემპიონატი თავისუფალ პირამიდაში ბათუმის სპორტის სასახლეში 18-დან 21 ივლისის ჩათვლით გაიმართება.
ჩემპიონატის ფარგლებში ბათუმს ევროპის წამყვანი მოთამაშეები ეწვევიან.