ჩვენ შესახებ

საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია და რადიო სახელისუფლებო, პოლიტიკური, რელიგიური და კომერციული გავლენებისგან დამოუკიდებელი მაუწყებელია, რომელიც საზოგადოებისგან ფინანსდება და მის წინაშეა ანგარიშვალდებული. არ ექვემდებარება არც ერთ უწყებას და ყოველდღიურად მაღალი სტანდარტით მუშაობს  საქართველოს მოქალაქეების ინფორმირებისთვის.  

პოლიტიკურ, ეკონომიკურ, საზოგადოებრივ და შემეცნებით პროდუქციას აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი მომხმარებელს  ტელევიზიის, რადიოს და ინტერნეტის საშუალებით აწვდის. 

მაუწყებლის თავისუფლება და საზოგადოების მიმართ ანგარიშვალდებულება უზრუნველყოფილია საქართველოს კონსტიტუციით. 

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი მუშაობს მაუწყებლის ქცევის კოდექსის მიხედვით. მისთვის უმთვარესია სარედაქციო დამოუკიდებლობა, სამართლიანობა, მიუკერძოებლობა, ეთნიკური, კულტურული, ენობრივი, რელიგიური, ასაკობრივი და გენდერული მრავალფეროვნება. 

ამ ღირებულებების დასაცავად, მაუწყებლში მოქმედებს თვითრეგულირების მექანიზმი

გვაქვს ვალდებულება, მოქალაქეებს მივაწოდოთ ინფორმაცია საგარეო პოლიტიკის თაობაზე,  ტრანსატლანტიკური ორგანიზაციებისა და ევროკავშირის ფასეულობების შესახებ. 

ჩვენი ვალდებულებაა  საზოგადოებას მივაწოდოთ  სანდო და გადამოწმებული ინფორმაცია და მივცეთ შესაძლებლობა გააანალიზოს მოვლენები, ჩაერთოს დისკუსიაში.

 

აჭარის ტელევიზიის დაფარვის ზონა: ევროპა, ცენტრალური აზია, აფრიკის ჩრდილოეთი, ახლო აღმოსავლეთი.

რადიომაუწყებლობს ტალღაზე: FM104,5 

რადიოს დაფარვის ზონა აჭარა და საქართველოს  სხვა რეგიონები.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ოფიციალური  საიტი: www.ajaratv.ge

სტატუსი: საჯარო სამართლის იურიდიული პირი

"საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია და რადიო" სტატუსი 2013 წლის 25 დეკემბერს მიენიჭა. 

 

საჯარო ინფორმაციის გაცემაზე პასუხისმგებელი პირი: იურიდიული მხარდაჭერის სამსახურის უფროსი - მარიამ მამულაძე  

საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური - ფირუზ ბოლქვაძე - ტელ.: + 995 577 515 705 ელ-ფოსტა: pr@ajaratv.ge

 სსიპ ,,საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია და რადიო“-ს პერსონალურ  მონაცემთა დაცვის ოფიცერი:  მაგდა ხალვაში  ტელ: 555 25 50 09  ელ. ფოსტა: khalvashi.magda712@gmail.co