საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა ესპანეთი დაამარცხა

16 თებერვალი 2025, 19:19 283 ნახვა

საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა 2025 წლის „რაგბი ევროპის“ მატჩში ესპანეთი დაამარცხა.

"ბორჯღალოსნები" ნახევარფინალში არიან.

ქართველმა მორაგბეებმა, სტუმრად მადრიდში, მეტოქეს 32:62 მოუგეს.

"ბორჯღალოსნები" ნახევარფინალში პირველ ან 2 მარტს თბილისში რუმინეთის ნაკრებს დაუპირისპირდებიან.

2025 წლის „რაგბი ევროპის“ ჩემპიონატი, ამავდროულად, 2027 წლის მსოფლიოს თასის შესარჩევი ტურნირია.

„რაგბი ევროპის“ ჩემპიონატი ყველაზე მეტჯერ - 16-ჯერ საქართველოს მორაგბეთა ეროვნულ ნაკრებს აქვს მოგებული.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში