„ესტონეთის პარლამენტი სოლიდარობას უცხადებს ქართველ ერს, რომელიც თავის ადამიანის უფლებებს, კონსტიტუციას, დემოკრატიას და ევროკავშირში საქართველოს მომავალს იცავს“, - ესტონეთის პარლამენტმა ქართველი ხალხის მხარდამჭერი განცხადება მიიღო. მოუწოდებენ ევროკომისიას და ევროკავშირის წევრს ქვეყნებს, სანქციები დაუწესონ ქართველ პოლიტიკოსებსა და ოფიციალურ პირებს, რომლებიც ჩართულნი არიან მშვიდობიანი დემონსტრანტების ძალადობრივ რეპრესირებაში და საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების დევნაში“ - ამ განცხადებას ესტონეთის პარლამენტის 59-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, ხოლო 9 წინააღმდეგ წავიდა. პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, აბსურდია, რომ ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ჩამოდის და ფიქრობს, რომ მის ჭკუაზე უნდა დალაგდეს ქართველი ხალხის ცხოვრება.