ეროვნული ნაკრები სომხეთთან მატჩს "დინამო არენაზე“ გამართავს

18 თებერვალი 2025, 11:35 247 ნახვა

ერთა ლიგის B დივიზიონის პლეი აუტში საქართველოს ეროვნული ნაკრები სომხეთთან საშინაო შეხვედრას „დინამო არენაზე“ ჩაატარებს.

ეროვნული ნაკრები სომხეთთან პირველ მატჩს 20 მარტს სტუმრად გამართავს, ხოლო თბილისში, „დინამო არენაზე“ მეტოქეს 23 მარტს უმასპინძლებს.

ორი მატჩის ჯამში გამარჯვების შემთხვევაში ჩვენი გუნდი ერთა ლიგის B დივიზიონში ადგილს შეინარჩუნებს.

 
აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში