ვროსაბჭოს ადამიანის უფლებათა დაცვის კომისრის განცხადება

25 იანვარი 2025, 12:07 155 ნახვა

საქართველოში ვიზიტის შემდეგ ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა დაცვის კომისარი მაიკლ ო’ფლაერტი საქართველოსთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. განცხადების თანახმად, კომისარი შეშფოთებას გამოხატავს იმის გამო, რომ „არ ხდება პასუხისგება უკანონო დაკავებებთან დაკავშირებულ ბრალდებებზე, სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან ძალის გადამეტებასა და დაუდგენელი ნიღბიანი პირების გამო, 2024 წლის აპრილის საჯარო დემონსტრაციებისა და 28 ნოემბრის შემდგომ კონტექსტში“.
ამასთან დაკავშირებით კომისარი აღნიშნავს, რომ გაიზარდა სისხლის სამართლის დევნა მომიტინგეების მიმართ, მაგრამ მიუხედავად სასტიკი მოპყრობის შესახებ არაერთი სარწმუნო ანგარიშისა, არცერთი სამართალდამცველი პირი პასუხისგებაში არ მიცემულა, მათ შორის 2024 წლის გაზაფხულის საპროტესტო აქციებთან დაკავშირებით. განცხადების თანახმად, ხელისუფლებასთან შეხვედრებისას კომისარმა წამოჭრა ჟურნალისტ მზია ამაღლობელის საქმე, რომელსაც იგი სტუმრობდა საპატიმრო დაწესებულებაში. მზია ამაღლობელი შიმშილობს მას შემდეგ, რაც 12 იანვარს დააკავეს პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით. ევროკომისარი საქართველოში 21-23 იანვარს იმყოფებოდა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში