ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი "უცხოური გავლენის შესახებ" კანონის ცვლილებაზე საქართველოს მთავრობის უარზე შეშფოთებას გამოხატავს. ამის შესახებ განცხადებას ევროპის საბჭოს პრესსამსახური ავრცელებს.
განცხადების თანახმად, 3 თებერვალს ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი ალენ ბერსე ტელეფონით ესაუბრა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს "უცხოური გავლენის შესახებ" კანონში შესწორებების შესატანად ერთობლივი სამუშაო ჯგუფის შექმნაზე.აღნიშნული ჯგუფის შექმნის შესახებ შეთანხმება 2024 წლის 20 დეკემბერს ბერსეს თბილისში ვიზიტის დროს იქნა მიღწეული.
20 იანვარს ევროპის საბჭოს სამდივნომ წერილი გააგზავნა, რომელშიც ოფიციალურად მოითხოვა სამუშაო ჯგუფის შექმნა.