პია კაუმას ვიზიტი - ევროპარლამენტარების გამოხმაურება

05 იანვარი 2025, 20:02 209 ნახვა

საქართველოში 8-10 იანვარს ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციის დაგეგმილ ვიზიტს ევროპარლამენტარები ეხმაურებიან. რასა იუკნევიჩიენე წერს, რომ ეს ვიზიტი  მხოლოდ ბიძინა ივანიშვილისთვისაა სასარგებლო, მის მიერ შექმნილი სახელმწიფოს მიტაცების სქემის აღიარებისთვის. „ოფიციალურ ვიზიტებს შეიძლება ჰქონდეს აზრი მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ისინი მიზნად ისახავს შუამავლობას ახალი არჩევნების ჩატარებაში“, – წერს ევროპარლამენტარი.
სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარეც. მიხაელ როთი დაგეგმილ ვიზიტს სერიოზულ შეცდომას უწოდებს და ამბობს, რომ „ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეამ არ უნდა მოახდინოს გაყალბებული აჩევნების შედეგად მიღებული არალეგიტიმური პრეზიდენტის, მთავრობისა და პარლამენტის ლეგიტიმაცია“.
„ევროკავშირმა, ევროპის საბჭომ და ეუთო-მ უნდა მოითხოვონ თავისუფალი და სამართლიანი ახალი არჩევნები. ეს არის ღრმა კრიზისიდან ერთადერთი გამოსავალი“, – წერს მიხაელ როთი. დაგეგმილი ვიზიტის შესახებ ინფორმაცია თავდაპირველად ევროპარლამენტარმა რიჰარდ კოლსმა გაავრცელა და პია კაუმა ამ გადაწყვეტილების გამო გააკრიტიკა.

რატი რატიანი
გადაცემის ავტორი და წამყვანი

ამავე კატეგორიაში