1 დღე ევროსაბჭოს საპარლამენტო სესიამდე - ხვალ სტრასბურგში სხვადასხვა ქვეყნის სამთავრობო დელეგაციები შეიკრიბებიან. მათ შორის იქნება საქართველოს დელეგაციაც, რომლის უფლებამოსილების ცნობის საკითხსაც ასამბლეის წევრები განიხილავენ. შესაბამისი წერილით ქართულმა ოპოზიციამ რამდენიმე კვირის წინ მიმართა. მმართველი გუნდი არ გამორიცხავს, რომ უფლებამოსილების შეჩერების საკითხი დღის წესრიგში დადგეს, სწორედ ამიტომ უმრავლესობა ოპოზიციას ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგოდ მოქმედებაში ადანაშაულებს. ქართული დელეგაციის წევრებს იმედი აქვთ, რომ ასამბლეა წერილის შინაარს არ გაიზიარებს. სხვა მოლოდინები აქვთ ოპოზიციაში. ისინი პირადად ჩავლენ სტრასბურგში და დეტალურ ინფორმაციას პარტნიორებს თავად მიაწვდიან.