ლევან ვასაძე შინაგან საქმეთა სამინისტროს მოუწოდებს, სასწრაფოდ დააპატიმროს ექსტრემისტები. ბიზნესმენი უწყებას იმ პირთა დაკავებისკენ მოუწოდებს, რომლებიც მისი თქმით, 200-300 კაცის მეშვეობით საზოგადოებაში არეულობის შეტანას ცდილობენ.
მან პოლიციელებს მათ მხარეზე გადასვლისკენ მოუწოდა. განცხადება ლევან ვასაძემ ცოტა ხნის წინ ვერის ბაღში გააკეთა.