უწყვეტი პროტესტი ბათუმში

04 თებერვალი 2025, 15:12 74 ნახვა

უწყვეტი პროტესტი ბათუმში გრძელდება. აქციის მონაწილეებმა აჭარის მთავრობისა და საკონსტიტუციო სასამართლოს შენობების მიმდებარედ გაშლილ კარვებში მე-6 ღამე გაათიეს.

ისინი ონლაინ გამოცემა "ბათუმელების" და " ნეტგაზეთის" დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის გათავისუფლებას, მისთვის დაზარალებულის სტატუსის მინიჭებას და ბათუმის პოლიციის უფროსის, ირაკლი დგებუაძისთვის უფლებამოსილების შეწყვეტას ითხოვენ.

მზია ამაღლობელი, ირაკლი დგებუაძეზე თავდასხმაშია ბრალდებული და წინასწარ პატიმრობაში იმყოფება. იგი 24 დღე შიმშილობს. საპროტესტო აქცია ბათუმში 69 დღეა უწყვეტად იმართება.

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში