თავისუფლება მზია ამაღლობელს - ამ მოთხოვნით პარლამენტის უკანა შესასვლელთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.
სხვადასხვა მედია საშუალების ჟურნალისტები მედიამენეჯერის პატიმრობიდან გათავისუფლებას ითხოვენ.
აქციაზე ცოტა ხნის წინ ვითარება ისევ დაიძაბა, სამართალდამცველებმა ტერიტორიიდან ორი პირი გაიყვანეს.
მზია ამაღლობელი დაკავების დღიდან 24-ე დღეა პროტესტის ნიშნად შიმშილობს.