ბათუმში პროტესტის 24 საათიანი რეჟიმი შეწყდა

05 თებერვალი 2025, 10:03 187 ნახვა

ბათუმში 24 საათიანი აქცია შეწყდა.  ორგანიზატორები  აცხადებენ, რომ ღამისთევის მიზანი დაკავებული, მოშიმშილე ჟურნალისტის ჯანმრთელობისთვის ყურადღების მიქცევა იყო. ფიქრობენ, რომ ამაღლობელს კლინიკაში საფრთხე აღარ ემუქრება. პროტესტი გაგრძელდება ჩვეულ რეჟიმში და უცვლელ ლოკაციაზე საღამოს 7 საათზე შეიკრიბებიან.

ასევე დააანონსეს, რომ პროტესტი  მუნიციპალიტეტებში გასვლით და მოქალაქეებთან შეხვედრებით გაგრძელდება.

ქალაქში კი მოეწყობა მსვლელობები. მოთხოვნები კვლავ არჩევნების ჩანიშვნა და დაკავებულების გათავისუფლებაა.

თიკო სუსარეიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში