,,საქართველოს მასშტაბით მიმდინარე აქციების ფონზე, „ქართული ოცნება“ პროტესტის ჩახშობას რეპრესიული კანონების მიღებით ცდილობს, - ასე აფასებენ საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში “შეკრებისა და მანიფესტაციის შესახებ” კანონში შეტანილ ცვლილებებს.
ორგანიზაციის მიმოხილვაში ხაზგასმულია, რომ იგი არსებითად კვეცს ადამიანების შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებებს. მიაჩნიათ, რომ ბუნდოვანმა და ფართოდ ინტერპრეტირებადმა ცვლილებებმა შეიძლება გაზარდოს შეკრებების ორგანიზატორებისა და აქტივისტების მიმართ სამართლებრივი დევნის საფრთხე.
ორგანიზაციის შეფასებით, კანონშემოქმედებით პროცესში საგამონაკლისო პროცედურების არამიზნობრივად გამოყენება სამართლებრივი სახელმწიფოს და სამართლებრივი უსაფრთხოების პრინციპებს მნიშვნელოვან ზიანს აყენებს.