ჩვენ აუცილებლად შევძლებთ, რომ 2028 წელს დასრულდეს ეს პროექტი და 1077 ოჯახი მიიღებს ახალ უსაფრთხო სახლს - თორნიკე რიჟვაძე

08 თებერვალი 2025, 12:06 148 ნახვა

ჩვენ აუცილებლად შევძლებთ, რომ 2028 წელს დასრულდეს ეს პროექტი და 1077 ოჯახი მიიღებს ახალ უსაფრთხო სახლს, - ამის შესახებ აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, თორნიკე რიჟვაძემ "ოცნების ქალაქის" მეორე ეტაპის მშენებლობის საფუძვლის ჩაყრასთან დაკავშირებით სიმბოლური კაფსულის ჩაგდების ცერემონიაზე განაცხადა.

რეგიონის მთავრობის მეთაურის თქმით, მასშტაბური პროექტის ფარგლებში, ყველა ოჯახი, რომლებსაც წლების განმავლობაში გაუსაძლის პირობებში უწევდათ ცხოვრება, მიიღებს ახალ საცხოვრებელ ბინას.

"სულ რამდენიმე თვის წინ, ჩვენ, 582 ოჯახს ერთად გადავეცით ახალ აშენებულ კომპლექსში ბინები და მაშინაც და ახლაც, ბატონი პრემიერის უდიდესი მხარდაჭერით, ჩვენ ვიწყებთ, მართლაც ამ მასშტაბურ და ამბიციურ პროექტს, რომლის ფარგლებშიც ყველა ოჯახი, რომლებსაც აქ, წლების განმავლობაში გაუსაძლის, არაადამიანურ პირობებში უწევდათ ცხოვრება, ყველა მიიღებს ახალ საცხოვრებელ ბინას და ეს არ იქნება, მხოლოდ უსაფრთხო საცხოვრებელი ბინა, ეს იქნება ნამდვილად ახდენილი ოცნება. 

 

მინდა თითოეულ თქვენგანს მოგილოცოთ დღევანდელი დღე. გიყურებთ და ძალიან კარგად მახსოვს პირველი ჩვენი შეხვედრა, ის პირობები სადაც თქვენ წლების განმავლობაში გიწევდათ ცხოვრება, ნამდვილად გაუსაძლისი, არაადამიანური იყო ის პირობები და რა თქმა უნდა, ის ქოხები, ძალიან მალე უკვე წარსულში დარჩება, დარჩება იმ წარსულში და ეს ქოხები იქნება სახე იმ ხელისუფლების, რომელმაც თქვენ გაიძულათ აქ მოსულიყავით. არ გქონდათ საცხოვრებელი სახლი, არც ქირა და შესაბამისად, 2012 წლის ხელისუფლების ცვლილების შემდეგ რეალობა გახდა, რომ თქვენი ოცნებები ახდენილიყო.

 

პროექტს, როცა ვიწყებდით აქ ცხოვრობდა 1000 ბავშვი, დღეს, უკვე, 2000-ზე მეტი ბავშვი ელოდება ახალ საცხოვრებელ სახლს და მინდა თითოეულ ამ პატარას მივულოცო დღევანდელი დღე და ყველას გისურვოთ ბედნიერი ცხოვრება.

 

ჩვენ აუცილებლად შევძლებთ, რომ როგორც პრემიერმა განაცხადა, 2028 წელს დასრულდეს ეს პროექტი და 1077 ოჯახი მიიღებს ახალ უსაფრთხო სახლს და მინდა ყველას გისურვოთ ბედნიერი ცხოვრება", - განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში