თოფურია VS ვოლკანოვსკი - მატჩრევანშის მოლოდინში

31 იანვარი 2025, 11:03 108 ნახვა

UFC-ს მებრძოლის, ამერიკელი ბო ნიკალის თქმით, 12 აპრილს UFC 314-ზე ილია თოფურია თავისი საჩემპიონო ქამრის კიდევ ერთხელ დაცვას ავსტრალიელი ალექსანდერ ვოლკანოვსკის წინააღმდეგ შეეცდება. ბო ნიკალსა და ილია თოფურიას საერთო სამენეჯერო სააგენტო ემსახურება.

როგორც ნიკალი ამბობს, ამ ღონისძიებაზე, რომელიც მაიამიში უნდა ჩატარდეს, მონაწილეობის მიღება თავადაც სურს. 28 წლის ილია თოფურიამ ალექსანდერ ვოლკანოვსკი 2024 წლის თებერვალში ქვემსუბუქი წონის საჩემპიონო შეხვედრაში დაამარცხა, შემდეგ კი ქართველმა მებრძოლმა თავისი ქამარი ოქტომბერში, მაქს ჰოლოვეისთან დაპირისპირებაში დაიცვა.

ავსტრალიელისა და ქართველის შესაძლო ბრძოლის შესახებ UFC-ს ჯერ ოფიციალური განცხადება არ გაუკეთებია.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში