უწყვეტი პროტესტი ბათუმში

04 თებერვალი 2025, 12:24 103 ნახვა

პროტესტის 68-ე დღე და ღამისთევის 6 ღამე ბათუმში. აქციის მონაწილეებმა ღამე აჭარის მთავრობის სახლთან კარვებში ისევ გაათენეს. მათ პროტესტის ეს ფორმა მზია ამაღლობელისა და სხვა დაკავებულების გათავისუფლების მოთხოვნით დაიწყეს.

აქციის მონაწილეები თბილისში 2 თებერვალს თბილისში აღმაშენებლის ხეივანზე განვითარებულ მოვლენებსაც აპროტესტებენ და დაკავებულებს სოლიდარობას უცხადებენ. როგორც ისინი მედიასთან აჟღერებენ, პროტესტის შეწყვეტას მოთხოვნების შესრულებამდე არ აპირებენ. 

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში