პროტესტის 71-ე დღე 

07 თებერვალი 2025, 09:54 108 ნახვა

ბათუმში საპროტესტო აქციები გრძელდება. პროტესტის 71-ე დღეს უცვლელი მოთხოვნებით მოქალაქეები  ისევ  შეიკრიბნენ. აქციის მონაწილეები  ჟურნალისტ მზია ამაღლობელისა და თურქეთის მოქალაქე ეთნიკურად ქართველი თემურ ქათამაძის გათავისუფლებას ითხოვენ.

მოთხოვნებს ასევე დაემატა „შეკრებისა და მანიფესტაციის შესახებ კანონში“ გატარებული საკანონმდებლო ცვლილებები, რადგანაც აქციის მონაწილეების თქმით, საფრთხე ემუქრება გამოხატვის თავისუფლებას. 

ორ თვეზე მეტია პროტესტის მონაწილეები ამბობენ, რომ  საქართველოს არჩევანი დასავლეთია და ქვეყნის იზოლაციას ვერ შეეგუებიან.

ემზარ დიასამიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში