დიდი ყურადღებით დავაკვირდებით დაგეგმილ არჩევნებს და იმედი გვაქვს, ის აღიარებული იქნება, როგორც ყველაზე სამართლიანი და თავისუფალი - კარლ ჰარცელი

27 ივნისი 2020, 16:14 1224 ნახვა

დიდი ყურადღებით დავაკვირდებით დაგეგმილ არჩევნებს და იმედი გვაქვს, ის აღიარებული იქნება, როგორც ყველაზე სამართლიანი და თავისუფალი, რაც კი ოდესმე ჩატარებულა, - ამის შესახებ ევროკავშირის ელჩის კარლ ჰარცელის განცხადებაშია ნათქვამი.

ელჩმა განცხადება საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ექვს წლისთავთან დაკავშირებით გაავრცელა.

„მომავალში ჩვენ დიდი ყურადღებით დავაკვირდებით დაგეგმილ არჩევნებს და იმედი გვაქვს, ის აღიარებული იქნება, როგორც ყველაზე სამართლიანი და თავისუფალი, რაც კი ოდესმე ჩატარებულა. ჩვენ ასევე ველოდებით მეტ ენთუზიაზმს სამართლებრივ რეფორმებთან დაკავშირებით, მათ შორის თავად სასამართლოში. იმედი მაქვს, ერთად ვიმუშავებთ ეკონომიკის სექტორში მეტი გამძლეობისთვის და ინვესტორებისთვის უფრო მიმზიდველად გარემოს შექმნისთვის. ასევე, მეტი ინკლუზიურობისთვის, რათა უფრო მეტმა ადამიანმა ისარგებლოს ამით“, - აცხადებს კარლ ჰარცელი.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი