დეპუტატის ინიციატივა და მაუწყებლის პასუხი

23 ივნისი 2020, 20:12 1143 ნახვა

პარლამენტის ფრაქცია „დამოუკიდებელ დეპუტატებს“ აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელში მიმდინარე მოვლენებზე, ბათუმში შეხვედრების გამართვის სურვილი აქვთ. ინიციატივა დღეს, ლევან გოგიჩაიშვილმა გააჟღერა. დეპუტატის განცხადებით თანამშრომლებს მასიურად და უსაფუძვლოდ ათავისუფლებენ და მან შუამდგომლობაში ჩართულობისთვის აჭარის უმაღლეს საბჭოს მიმართა. მიმართვას საბჭოს  თავმჯდომარემ უპასუხა.

დავით გაბაიძის განცხადებით  უმაღლეს საბჭოს მაუწყებელში მიმდინარე პროცესებში  ჩარევის სამართლებრივი ბერკეტი არ აქვს. მენეჯმენტის განცხადებით კი, მაუწყებლის მიმართ სხვადასხვა ჯგუფი ზეწოლას ახორციელებს და მოუწოდებენ პოლიტიკურ პარტიებს შეწყვიტონ მაუწყებლის მიზანმიმართული დისკრედიტაცია.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში