“დევნილები საკუთარ სახლებში ღირსეულად და უსაფრთხოდ უნდა დაბრუნდნენ” - გაერო-ს გენერალური ასამბლეის რეზოლუცია

05 ივნისი 2019, 18:43 1069 ნახვა

“დევნილები საკუთარ სახლებში ღირსეულად და უსაფრთხოდ უნდა დაბრუნდნენ” - გაეროში საქართველოს მხარდამჭერი  კიდევ ერთი რეზოლუცია მიიღეს. „იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა სტატუსის შესახებ“ დოკუმენტი 45-მა ქვეყანამ წარადგინა და უმრავლესობამ მას მხარი დაუჭირა.

რეზოლუცია ადასტურებს დევნილთა უფლებას, დაბრუნდნენ საკუთარ სახლებში, ასევე ამახვილებს ყურადღებას მათი საკუთრების უფლების პატივისცემისა და დაცვის აუცილებლობაზე. დოკუმენტში დაგმობილია საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში ძალისმიერი გზით განხორციელებული დემოგრაფიული ცვლილებები. რეზოლუციის მხარდამჭერი ქვეყნების რაოდენობის გამო ოპოზიცია ფიქრობს, რომ ხელისუფლების  მიდგომა არაეფექტურია. მთავრობა კი პირიქით, ქართული დიპლომატიის წარმატებულობაზე საუბრობს. 

ნათია კოპალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი