ვიდრე პარლამენტს არ წარედგინება საბჭოსგან უზენაესი მოსამართლეობის კანდიდატურების სია და არ ჩავატარებთ გასაუბრებებს, მანამდე ბუნებრივია, ნაადრევია საუბარი, თუ ვის დაუჭერს პარლამენტი მხარს, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, იმ კითხვის საპასუხოდ განაცხადა, დაუჭერს თუ არა საკანონმდებლო ორგანო მხარს მოქმედი გენერალური პროკურორის, შალვა თადუმაძის კანდიდატურას მხარს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის პოზიციაზე.
ირაკლი კობახიძის თქმით, მისი მხრიდან კომენტარის გაკეთება ნაადრევია, რადგან პარლამენტს 144 კანდიდატიდან შერჩეული 20-კაციანი სია იუსტიციის საბჭომ უნდა წარუდგინოს.
გედევან ფოფხაძე - შემოთავაზებული სიიდან უკვე ჩანს მოსამართლეობის იმ კანდიდატთა წრე, რომლის გაყვანაც კლანს სურდა.