ხელვაჩაურის ბიუჯეტი ეკონომიის ხარჯზე 400 ათასი ლარით გაიზარდა. ცვლილება დღეს საკრებულომ დაამტკიცა. მერის თქმით, თანხა ინფრასტრუქტურულ პროექტებს მოხმარდება, მათ შორის არის გზების კეთილმოწყობა და განათების მონტაჟი.
საბიუჯეტო ცვლილების გარდა დეპუტატებმა კიდევ 7 საკითხზე იმსჯელეს, მათ შორის ქუჩების დამისამართებაზე. ავღანეთში დაღუპული მებრძოლის მინდია აბაშიძის სახელი მიენიჭა, თხილნარში ერთ-ერთ დასახლებას, მახინჯაურში კი დამსახურებული ექიმის ნინა კაკაბაძის ქუჩა იქნება. გარდა ამისა ცვლილება შევიდა ადგილობრივ მოსაკრებლის წესსა და სივრცითი მოწყობის გეგმაში.