ხულო-ზარზმის გზის რეაბილიტაცია ქუვეითის ფონდის ფინანსური მხარდაჭერით და სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებით გრძელდება. რეაბილიტაცია-რეკონსტრუქცია 47 კილომეტრიან გზას უტარდება.
ამ ეტაპზე ასფალტ-ბეტონის საფარი დაგებულია 21 კმ-ზე, ხოლო დანარჩენ მონაკვეთებზე მიმდინარეობს მიწის გრუნტის ამოღების და საყრდენი კედლების მოწყობის სამუშაოები.
განახლებული გზით, ბათუმიდან ახალციხემდე მგზავრობის დრო 1.5 სთ-ით შემცირდება.
სარეაბილიტაციო მონაკვეთი დაბა ხულოდან იწყება, გაივლის გოდერძის უღელტეხილს და ადიგენის სოფელ ზარზმამდე მივა.