შავშეთის ქუჩის რეაბილიტაცია

18 ივნისი 2024, 10:29 966 ნახვა

გრძელდება შავშეთის ქუჩის რეაბილიტაცია ბაგრატიონის ქუჩიდან ბაქოს ქუჩამდე მონაკვეთში. პროექტის ფარგლებში მოეწყობა სანიაღვრე სისტემა, ტროტუარები, ბორდიურები და დაიგება ასფალტის საფარი.

ასევე რეაბილიტაცია ჩაუტარდება გარეგანათების სისტემას.

ამ ეტაპზე მიმდინარეობს სანიაღვრე კოლექტორის მოწყობა ორ მონაკვეთზე, სამუშაოები 2026 წლის მაისში დასრულდება, რისთვისაც 9 მილიონ 324 ათასი ლარი დაიხარჯება.

ინფორმაცია და ვიდეო მასალა ბათუმის მერიამ მოგვაწოდა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში