ევროპის ჩემპიონატის ფინალური მატჩი, დღეს, გაიმართება

14 ივლისი 2024, 19:05 244 ნახვა

ევროპის ჩემპიონატის ფინალური მატჩი, ბერლინის „ოლიმპიაშტადიონზე“, დღეს, გაიმართება.

თამაში, თბილისის დროით, 23:00 საათზე დაიწყება.

ერთმანეთის ინგლისისა და ესპანეთის ნაკრებები დაუპირისპირდებიან.

ინგლისის ნააკრები, ევროპის ჩემპიონატის ფინალში, ზედიზედ მეორედ თამაშობს.

ესპანეთის ნაკრები კი, მოგების შემთხვევაში, ევროპის ჩემპიონი მეოთხედ გახდება.

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში