დღეიდან ხულოს მოსახლეობას ახალი საზოგადოებრივი ტრანსპორტი შეღავათიანი ტარიფით მოემსახურება. ორი ავტობუსი ხულო-ბათუმის და ბათუმი-ხულოს მიმართულებით იმოძრავებს.
მგზავრობის ტარიფი სტანდარტული 10 ლარის ნაცვლად 6 ლარი იქნება, ხოლო 6 წლამდე ბავშვები, სტუდენტები, ომის ვეტერანები და I ჯგუფის შშმ პირები უფასოდ იმგზავრებენ. საზოგადოებრივი ტრანსპორტი ყოველ დღე, კვირის გარდა იმოძრავებს.
ხულოს მერიის ინფორმაციით, ევრო 5-ი სტანდარტის შესაბამისი ავტობუსები, საქართველოს მთავრობის მხარდაჭერითა და აჭარის ბიუჯეტიდან მიღებული კაპიტალური ტრანსფერის ფარგლებში შეიძინეს.