დღეს “დინამო” ბათუმი “ლუდოგორეცს” დაუპირისპირდება

17 ივლისი 2024, 10:18 162 ნახვა

დღეს “დინამო” ბათუმი ჩემპიონთა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო მატჩში “ლუდოგორეცს” დაუპირისპირდება.

შეხვედრა “ბათუმი არენაზე” 21:00 საათზე დაიწყება და პირდაპირ რეპორტაჟს საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია შემოგთავაზებთ. 

ამ გუნდებს შორის გამართული პირველი მატჩი ერთი კვირის წინ ბულგარეთში მეტოქის გამარჯვებით 3-1 დასრულდა. 

“დინამო” ბათუმისა და “ლუდოგორეცის” წყვილში ორი შეხვედრის ჯამში გამარჯვებული ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე მინსკის “დინამოს” შეხვდება, ხოლო დამარცხებული კონფერენსლიგაზე გადაინაცვლებს, სადაც მონტენეგროს “დეჩიჩს” დაუპირისპირდება.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში