საკრებულოს სხდომა ქობულეთში

28 ივნისი 2024, 14:05 754 ნახვა

საკრებულოს სხდომა გაიმართა ქობულეთში.  დღის წესრიგის  მიხედვით 33 საკითხი განიხილეს. ძირითადი საკითხები ტურისტულ სეზონთან დაკავშირებით იჯარების გაცემას შეეხებოდა. ცვლილება  შევიდა სათამაშო ბიზნესში ადგილობრივი მოსაკრებელის დადგენის  წესში. 

წელს გაიზარდა კვარტალური გადასახადები, ახალი დადგენილებით სამორინესა და ტოტალიზატორზე კვარტალური გადასახადი  250 ათასი ლარი გახდა,  ძველი დადგენილებით კი ის 21-ათასი ლარი იყო.     

საკრებულოს სხდომებს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის  წევრები  ბოიკოტის ნიშნად არ ესწრებიან.

ლევან ურიდია
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში