ქობულეთის საკრებულოს სხდომა

18 ივნისი 2024, 13:30 1094 ნახვა

ქობულეთის  საკრებულოს რიგგარეშე სხდომა გაიმართა. საკითხების უმრავლესობა არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთებზე იჯარის უფლებით სარგებლობას შეეხებოდა, რომელიც ტურისტულ  სეზონთან დაკავშირებით მიიღეს. 

ყველაზე მეტი კითხვა და რეკომენდაცია იმ ტურისტული ობიექტების განთავსებას მოჰყვა, რომლებიც მხოლოდ სეზონურად მუშაობს, აღინიშნა, რომ ასეთ ობიექტებში უნდა იყოს  დაცული გარეგნული იერ-სახე, არ შეიზღუდოს ქვეითებისთვის განკუთვნილი სავალი ნაწილი. საკრებულოს სხდომას ბოიკოტის ნიშნად ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრები არ ესწრებოდნენ.

როგორც საკრებულოს თავმჯდომარე დავით მჭედლიშვილი ამბობს ნაციონალურ მოძრაობას არ აინტერესებს თვითმმართველობაში არსებული საკითხები მაშინ, როცა აქტიური ტურისტული სეზონი ახლოვდება და აუცილებელია ამ პროცესებში ყველას ჩართვა და საკითხების ერთობლივი განხილვა.

ლევან ურიდია
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში