ხულო ბარაკების გარეშე - პროგრამის ფარგლებში მერიაში განაცხადების მიღება დასრულდა. სოციალურ საკითხთა კომისიამ ის ოჯახები შეარჩია, რომლებმაც პროგრამით გათვალისწინებული კრიტერიუმები დააკმაყოფილეს.
თვითმმართველობამ 15 ბინა უკვე შეიძინა. ახალი ბინის სანაცვლოდ შერჩეულ სოციალურად დაუცველ ოჯახებს ძველი საცხოვრებელი ფართის დათმობა მოუწევთ. ამჟამად კერძო ინვესტორისგან შესყიდულ საცხოვრებელში კომუნალური საკითხების მოგვარება მიმდინარეობს. პროგრამა ხულოს საკრებულომ 2017 წელს აამოქმედა.