საქართველოს ნაკრების სასტარტო შემადგენლობა ესპანეთთან მერვედფინალური მატჩისთვის ცნობილია

30 ივნისი 2024, 21:55 394 ნახვა

ესპანეთთან  მატჩისთვის საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა სასტარტო შემადგენლობა დაასახელა.

საქართველოს ნაკრების ძირითადი შემადგენლობა ასე გამოიყურება:

გიორგი მამარდაშვილი, ოთარ კაკაბაძე, გიორგი გველესიანი, გურამ კაშია, ლაშა დვალი, ლუკა ლოჩოშვილი, ოთარ კიტეიშვილი, გიორგი ქოჩორაშვილი, გიორგი ჩაკვეტაძე, ხვიჩა კვარაცხელია, გიორგი მიქაუტაძე.

შეხვედრა თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.

პირდაპირ რეპორტაჟს საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი და საქართველოს რადიო შემოგთავაზებთ.

ზურა დიასამიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში