ინფრასტრუქტურული პროექტები ხულოში

10 ივნისი 2024, 14:16 937 ნახვა

ხულოში ინფრასტრუქტურულ პროექტებზე სამუშაოები  მიმდინარეობს. სოფელ ვაშლოვანში 350 მოსწავლეზე   გათვლილი ახალი სკოლა და საცხოვრებელი კამპუსი შენდება.

სკოლა უნდა იყოს  სრულად ადაპტირებული და ენერგოფექტური, დაგეგმილია ლაბორატორიებისა და სააქტო დარბაზის  მოწყობა, ღია მოედანს კი  რეაბილიტაცია ჩაუტარდება.

დაბა ხულოსა და 11 სოფელში კი  სრულად ანახლებენ სანიაღვრე არხებს. შენდება წყლის სათავე  3 ნაგებობა, 12 რეზერვუარი და წყალარინების გამწმენდი ნაგებობა, უნდა მოეწყოს ასევე წყალმომარაგების მაგისტრალური და გამანაწილებელი მილები.

წყალმომარაგებით 1600-ზე მეტი ოჯახი ისარგებლებს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში