ხულო-ბათუმის მიმართულებით ავტობუსით მგზავრობის ფასი 6 ლარი იქნება

30 მაისი 2024, 17:43 726 ნახვა

ხულო-ბათუმის მიმართულებით ავტობუსები 6 ლარად იმოძრავებს. გადაწყვეტლება საკრებულოს სხდომაზე მიიღეს. შეიქმნა ახალი შპს, რომელიც მუნიციპალური ტრანსპორტის მუშაობას უზრუნველყოფს. უფრო კონკრეტულად კი აიპი ხულოს ბაგირგზა  ,,შპს ხულოს ტრანსპორტად“ გადაკეთდა.

შპს-ს დაქვემდებარებაში იქნება როგორც ბაგირგზა ასევე საზოგადოებრივი ტრანსპორტი. საკრებულოს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით პრეტენზია ქონდა ოპოზიციონერ დეპუტატს. ზაზა ვანაძის განმარტებით  სიახლე მორგებული არ არის შორსმდებარე ადმინისტრაციულ ერთეულებთან და ერთერთი ტრანსპორტი  თემიდან უნდა გადაადგილდებოდეს ქალაქში. მმართველ გუნდში კი განმარტეს რომ მსგავსი პრობლემების თავიდან ასაცილებლად სხვა გეგმა აქვთ.

ხულო-ბათუმის მიმართულებით საზოგადოებრივმა ტრანსპორტმა მოძრაობა უახლოეს პერიოდში უნდა დაიწყონ. ცნობისთვის მიკროავტობუსებით გადაადგილების საფასური ამ დროისთვის 10 ლარია.

ლენა მამულაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში