დღეს საქართველო ევრო 2024-ის მერვედფინალში ესპანეთის ნაკრებს დაუპირისპირდება

30 ივნისი 2024, 10:23 539 ნახვა

დღეს , 30 ივნისს საქართველოს ნაკრები ევრო 2024-ის მერვედფინალურ მატჩში ესპანეთის ნაკრებს დაუპირისპირდება.
შეხვედრა კიოლნში თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება. 

მატჩის პირდაპირ რეპორტაჟს საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი გადმოსცემს.

ესპანეთი და საქართველო აქამდე ერთმანეთს 7-ჯერ შეხვდნენ. 6-ჯერ “ფურია როხამ” გაიმარჯვა , ხოლო ერთი დაპირისპირებაში ''ჯვაროსნებმა'' გაიმარჯვეს.

საქართველოს ნაკრები გახდა პირველი გუნდი ევრო 2016 წლის შემდეგ, რომელმაც სადებიუტო დიდ სანაკრებო ტურნირზე ჯგუფიდან გასვლა მოახერხა. 8 წლის წინ ეს ისლანდიამ შეძლო.

საქართველოსა და ესპანეთის მატჩს ფრანგი არბიტრი ფრანსუა ლეტესიე განსჯის.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი