დილიდან თოვს მაღალთიან აჭარაში. უხვ ნალექს მუნიციპალიტეტებში პრობლემები არ შეუქმნია. ხულოს საგზაო დეპარტამენტში ამბობენ, რომ 13-ვე ადმინისტრაციულ ერთეულში გზები გაწმენდილია.
მოსახლეობას შეუფერხებლად მიეწოდება ელექტრო ენერგიაც. გზა იწმინდება კურორტ გოდერძიზე, სადაც გადაადგილება მხოლოდ მაღალი გამავლობის ტრანსპორტისთვისაა შესაძლებელი.