როგორ მიმდინარეობს ხმაურის  კონტროლი ქობულეთში? 

03 აგვისტო 2018, 00:00 1732 ნახვა

ქობულეთის მერიამ ერთი თვის განმავლობაში ხმაურის გადაჭარბებისთვის  გაფრხილება 5 ობიექტის მეპატრონეს მისცა, საჯარიმო სანქცია კი ჯერ არ გამოყენებულა. ხმაურის კონტროლს უკვე ერთი თვეა ადგილობრივი თვითმმართველობა ახორციელებს. ხმაურის გადაჭარბების პირველ შემთხვევაზე კანონი გაფრთხილებას ითვალისწინებს, საჯარიმო სანქცია კი ფაქტის განმეორებისას მოქმედებს.

რეგულაციის თანახმად ქობულეთში თამარ მეფის სანაპიროსა და მის მიმდებარე ზონაში, ასევე დაბა ჩაქვში, სადაც განთავსებულია გასართობი ტიპის დაწესებულელებები აკუსტიკური ხმაური დილის 08:00 საათიდან ღამის 01:00 საათის ჩათვლით განისაზღვრა 50 დეციბალით, ხოლო სანაპიროზე განთავსებულ ბუნგალოებში იგივე სიმძლავრე დასაშვებია  - 08:00 საათიდან ღამის 3 საათამდე.

ამავე კატეგორიაში