გზის რეაბილიტაცია თხილნარის მეურნეობის დასახლებაში

11 თებერვალი 2025, 20:31 245 ნახვა

ბეტონის საფარს აგებენ ხელვაჩაურში, თხილნარის მეურნეობის დასახლებაში. სამუშაოები უკვე დასასრულს უახლოვდება. ინფრასტრუქტურული სამუშაოები პირველ რიგში, მოსახლეობას წვიმაში გადაადგილების პრობლემას მოუხსნის.ბეტონის გზა დაიგო ასევე მახოში.
მიმდინარე და ჩატარებულ სამუშაოებს დღეს ხელვაჩაურის მერი ადგილზე გაეცნო. ზაზა დიასამიძის თქმით, მუნიციპალიტეტში მიმდინარე სხვა სამუშაოებთან ერთად, 11-ვე თემში საუბნო და შიდა სასოფლო გზების მოწესრიგებაც მიმდინარეობს.
აღნიშნულ სამუშაოებზე ხელვაჩაურის მერიის ბიუჯეტიდან ჯამში 1 მილიონ 600 ათასი ლარი დაიხარჯება, რაც აჭარის რესპუბლიკური ბიუჯეტით გამოყოფილი კაპიტალური ტრანსფერია.

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში