დაგვაში ახალი ავტობუსის დანიშვნას ითხოვენ

17 თებერვალი 2025, 14:05 1350 ნახვა

ქობულეთში, დაგვაში მცხოვრები მოსახლეობა სოფელში  გამართული მუნიციპალური ავტობუსის დანიშვნას ითხოვს. ადგილობრივების ინფორმაციით, ტრანსპორტი სიძველის გამო ხშირად მწყობრიდან გამოდის და ფეხით გადაადგილდებაინ. ავტობუსის დაზიანების ფაქტს ადასტურებენ ქობულეთის ტრანსრეგულირების სამსახურში.

აქ ამბობენ, რომ ტრანსპორტი ორ დღეში კვლავ ექსპლუატაციაში შევა.

ახალი ავტობუსის შესაძენად კი მოლაპარაკებები მიმდინარეობს.

ასევე უწყებაში ამბობენ, რომ სოფელში მოძრაობს ალტერნატიული კერძო მიკრო ავტობუსი, დაგვა-ბათუმი მაგრამ ის არაა მუნიციპალიტეტის ბალანსზე და მასწავლებლების და სოფლის მოსახლეობის მიერ მოთხოვნილ გრაფიკს არ ერგება.

ლევან ურიდია
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში