ვითარება ხელვაჩაურში

21 თებერვალი 2025, 17:59 171 ნახვა

გადაუღებელმა თოვამ გადაადგილების პრობლემა შექმნა ხელვაჩაურის რამდენიმე სოფელში. თუმცა გზის გაწმენდითი სამუშაოები მუნიციპალიტეტის შიდა, საუბნო გზებზე დილიდან მიმდინარეობს.
მძიმე ტექნიკა ერთდროულად რამდენიმე სოფელშია მობილიზებული და თოვლის საფარისგან იწმინდება ასევე ცენტრთან დამაკავშირებელი გზები. თოვლმა ხელვაჩაურის რამდენიმე სოფელში დააზიანა ელექტროგადამცემი ხაზები და მოსახლეობის ნაწილი უშუქოდ დარჩა.
მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებულ მდგომარეობას ადგილზე გაეცნო ხელვაჩაურის მერი ზაზა დიასამიძე. ინტენსიური თოვლის გამო ჩაკეტილი გზების გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს ასევე სხვადასხვა მუნიციპალიტეტში, სადაც თოვლის საფარი ნახევარ მეტრზე მეტია.
აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტს 60 ერთეული ტექნიკა და აქვს მობილიზებული.

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში