წყლის სისტემის მოწყობის სამუშაოები ჯიხანჯურში

12 თებერვალი 2025, 18:26 140 ნახვა

სოფელ ჯიხანჯურში წყლის სისტემის მიმდინარე სამუშაოები თორნიკე რიჟვაძემ დაათვალიერა, აჭარაში წყლის სისტემის განვითარების მასშტაბური პროექტი მიმდინარეობს. სამუშაოები აჭარის სხვადასხვა მუნიციპალიტეტში ერთდროულად ხორციელდება.
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე ქობულეთის მერთან, ლევან ზოიძესთან ერთად რეზერვუარის მშენებლობის სამუშაოების მიმდინარეობას ადგილზე გაეცნო. ამ ეტაპზე, ქობულეთში, ჯიხანჯურში, 200 კუბური მეტრი მოცულობის წყლის რეზერვუარი შენდება.
უკვე მოეწყო საძირკველი და მიმდინარეობს კედლების მშენებლობისთვის საჭირო არმირების პროცესი.

მზია მართალიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში