ცენტრთან დამაკავშირებელი გზები დილიდან იწმინდება ქობულეთში. ინტენსიურმა თოვამ აქ გადაადგილების, ელექტრო და ბუნებრივი აირით მომარაგების პრობლემა შექმნა.
ორ ბაღში სააღმზრდელო პროცესი შეწყდა, საჯარო სკოლების დიდნაწილში კი მოსწავლეების ნაკლებობა დაფიქსირდა. რაც შეეხება გზებს, მძიმე ტექნიკა მუნიციპალიტეტის სოფლებში ამ დრომდე მუშაობს.
ადგილზე მობილიზებული ასევე „ენერგოპრო-ჯორჯიას“ შესაბამისი ბრიგადები. კომპანიაში აცხადებენ, რომ დაზიანებული ელექტროგადამცემი ხაზების დროულად აღსადგენად, ადგილობრივთან ერთად ჯგუფები სხვა რეგიონებიდანაც დაიმატეს.