„ჰამასი“ აცხადებს, რომ ზავს არ დათანხმდება თუ ისრაელი რაფაჰში სამხედრო აგრესიას არ შეწყვეტს

08 მაისი 2024, 10:22 614 ნახვა

ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, რაფაჰიდან სამხრეთ ისრაელის კერემ შალომის გამშვები პუნქტისა და რეიმის ტერიტორიების მიმართულებით რაკეტები ისროლეს.

თავდაცვის ძალებში აცხადებენ, რომ კერემ შალომის მიმართულებით ექვსი რაკეტა გაისროლეს.

„რაკეტები, რომლებიც კერემ შალომის გამშვები პუნქტის ტერიტორიისკენ გაისროლეს, ხელს უშლის ჰუმანიტარული დახმარების შესვლას ღაზის სექტორში. ისრაელის თავდაცვის ძალები გააგრძელებს ოპერაციას, რათა უზრუნველყოს უსაფრთხოების აუცილებელი პირობები კერემ შალომის ხელახლა გახსნისთვის“, - აცხადებენ ისრაელის თავდაცვის ძალებში.

ამასთანავე, ჰამასის ოფიციალურმა წარმომადგენელმა ოსამა ჰამდანმა ისრაელი გააფრთხილა, რომ თუ მისი სამხედრო აგრესია რაფაჰში გაგრძელდება, ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება არ იქნება.

ჰამდანმა ეს განცხადება ბეირუთში გამართულ პრესკონფერენციაზე მას შემდეგ გააკეთა, რაც ჰამასის დელეგაცია,  დოჰიდან კაიროში ჩავიდა   ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკებების გასაგრძელებლად. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი