ლოს-ანჯელესში ტყის ხანძრების შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 24-მდე გაიზარდა

13 იანვარი 2025, 10:11 98 ნახვა

ლოს-ანჯელესში ტყის ხანძრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 24-მდე გაიზარდა, არიან დაკარგულებიც. ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს. მათივე ცნობით, მონაცემები ჯერ კიდევ ზუსტდება.

გავრცელებული ინფორმაციით, არის პროგრესი, თუმცა საფრთხე ჯერ კიდევ  მაღალი რჩება. ვარაუდობენ, რომ მოსალოდნელი ძლიერი ქარი ხანძრის ჩაქრობის პროცესს გაართულებს.

ბოლო მონაცემებით, 105 000-ზე მეტი მცხოვრები კვლავ ევაკუაციის ბრძანების ქვეშ იმყოფება. ლოკალიზებულია პალისეიდსის ხანძრის მინიმუმ 11%-ი და იტონის ხანძრის 27%.

სახანძრო სამსახურის ინფორმაციით, ცეცხლმა 12 000 შენობა-ნაგებობა დააზიანა ან გაანადგურა.

კალიფორნიაში ხანძრებს უკვე 6 დღეა ებრძვიან.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში