საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაციების ანგარიში

20 დეკემბერი 2024, 12:01 133 ნახვა

საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაცია ჰუმან რაით ვოთჩი და "ექიმები უსაზღვრებოდ" თვლიან, რომ ღაზაში ომს აქვს გენოციდის და ეთნიკური წმენდის ნიშნები. ორგანიზაცია თავის ახალ ანგარიშში აღწერს, რომ 2023 წლის 7 ოქტომბრის შემდეგ, ისრაელზე ჰამასის თავდასხმის საპასუხოდ, 1200 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 250 გაიტაცეს.

მას მერე ისრაელის სახმელეთო და საჰაერო საომარი მოქმედების შედეგად დაიღუპა 45 ათასზე მეტი პალესტინელი, უმეტესობა მშვიდობიანი მოქალაქე. ეს მონაცემები ეკუთვნის ღაზის ჯანდაცვის უწყებას, მათ გაერო სანდოდ მიიჩნევს. ორგანიზაციის აზრით, ტერიტოებზე განზრახ  ზიანდებოდა წყლით მომარაგების და კანალიზაციის ინფრასტრუქტურა და იბლოკებოდა საწვავი გენერატორებისთვის. ანგარიშის თანახმად, ეს მონაცემები უტოლდება „დახოცვისა“ და „გენოციდის მოქმედების“ ომის დანაშაულს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში