2025 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალში საქართველოს ნაკრებმა რუმინეთი 43:5 დაამარცხა და ფინალში გავიდა.
საქართველოს ნაკრები, ასევე, მეცხრამეტედ დაეუფლა ანთიმოზ ივერიელის თასს.
მატჩის ორივე ნახევარი "ბორჯღალოსნების" სრული უპირატესობით წარიმართა.
პირველ ნახევარში საქართველოს ნაკრებმა მეტოქე ანგარიშით - 29:0 დაამარცხა.
„ბორჯღალოსნები“ ფინალში ესპანეთის ნაკრებს დაუპირისპირდებიან. შეხვედრა, კვლავ, თბილისში გაიმართება.