ტიბეტში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 126-მდე გაიზარდა.
ჩინეთის სახელმწიფო მაუწყებლის, CCTV-ის ცნობით, ტიბეტის მთიან რეგიონში მომხდარი 6.8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 126-მდე გაიზარდა, ხოლო დაშავებულთა რაოდენობა 188-მდე.
მათივე ცნობით, მიწისძვრის შედეგად 3600-ზე მეტი სახლი დაზიანდა.
შეგახსენებთ, ტიბეტში მიწისძვრა გუშინ, ადგილობრივი დროით 9:05 საათზე მოხდა, რომლის ეპიცენტრი ტინგრის ოლქი იყო. აშშ-ის გეოლოგიური სამსახურის მონაცემებით, მიწისძვრის სიმძლავრე 7.1 მაგნიტუდა იყო.