საქართველოს რკინიგზა უამინდობის გამო რეისებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
რკინიგზის ცნობით, განახლდება თბილისი-ბათუმი-თბილისის მიმართულებით ორი რეისი, რამდენიმე რეისი კი, უამინდომის გამო, გაუქმდება.
„საქართველოს რკინიგზა გაცნობებთ, რომ ხვალ 28 თებერვალს შესრულდება შემდეგი რეისები: №802/801 თბილისი-ბათუმი-თბილისი; №804/803 თბილისი-ბათუმი-თბილისი;
ასევე 28 თებერვალს, უამინდობის გამო, უქმდება რამდენიმე რესი, კერძოდ: №870/869 თბილისი-ზუგდიდი-თბილისი; №3874/873 თბილისი-ფოთი-თბილისი; №618/617 თბილისი-ბირჯომი-თბილისი; №686/685 თბილისი-ბორჯომი-თბილისი;
აქვე განვმარტავთ, რომ საქართველოს რკინიგზის რეისები ყველა მიმართულებაზე ეტაპობრივად განახლდება. კომპანია ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტის გამო. გაუქმებული რეისების ბილეთების საფასური სრულად აგინაზღაურდებათ“, – ნათქვამია საქართველოს რკინიგზის განცხადებაში.